fbpx
Niko Nikoladze Logo
ნიკო ნიკოლაძის პრემია

პრემიის შესახებ

• პრემიის წესდება
• პარტნიორები
• სტიპენდიატები
• სპონსორობა

ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია – ეს არის პირველი საგანმანათლებლო პრემია, რომელიც დაარსდა 2019 წელს.

პრემიის ფარგლებში შერჩეულ უნივერსიტეტში ცხადდება კონკურსი, რომლის გამარჯვებულებსაც პარტნიორი ბიზნესკომპანია ნიკო ნიკოლაძის პრემიას გადასცემს.

პრემიის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა, ბიზნესსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირის გამყარება და ბიზნესის საჭიროებებთან მორგებული სწავლებისთვის ცვლილების ხელშეწყობაა.

ნიკო ნიკოლაძის პრემია გაიცემა ორი მიმართულებით:

• ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია

მიზანი

ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა, მათი ინოვაციური იდეების წახალისება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

ბიზნესსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირის გამყარება

ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების დანერგვის სტიმულირება

კონკურსის წესები

ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია გაიცემა უნივერსიტეტებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულებისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებულ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ჯგუფურად(მაქსიმუმ 5 წევრი) ან ინდივიდუალურად.

კონკურსი ცხადდება პარტნიორი ბიზნეს კომპანიის მიერ შეთავაზებული ქეისის საფუძველზე.

საკონკურსო ნამუშევრები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მოიხსნება კონკურსიდან.

საკონკურსო პრიზები განისაზღვრება საკონკურსოდ გამოყოფილი თანხის შესაბამისად.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა.

კონკურსის ადმინისტრირება

კონკურსის ადმინისტრირებას ახორციელებს კონკურსის მონაწილე უნივერსიტეტი და პრემიის დამფუძნებელი კომპანია „ჯეპრა“

• ნიკო ნიკოლაძის ახალგაზრდული პრემია

მიზანი

საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან ტექნოლოგიურ დარგში მოღვაწე ახალგაზრდების აღიარება და დაფასება.

სტუდენტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გაღვივება

კონკურსის წესები

ნებისმიერ პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი, ხოლო პრემიის მფლობელს საგანგებოდ შექმნილი ჟიური გამოავლენს.

ჟიურის შემადგენლობაში შევლენ პრემიის ორგანიზატორები, დარგში აღიარებული სპეციალისტები.

ჟიურის წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.

„ნიკო ნიკოლაძის პრემიის“ ნომინანტებს ეძლევათ შესაძლებლობა განმეორებით მიიღონ მონაწილეობა კონკურსში;

პრემიის კანდიდატად შესაძლებელია დასახელდეს 35 წ-მდე ახალგაზრდა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი შემდეგ სფეროებში:

1.საგანმანათლებლო საქმე (წიგნიერების და განათლების დონის ამაღლება)
2. ინოვაციური ტექნოლოგიების ან პროცესების ქართული ბაზარზე ინტეგრირება (მეწარმეობა)

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ცხოვრობდეს და მუშაობდეს საქართველოს ტერიტორიაზე

დაბადებული იყოს არაუადრეს 1984 წლისა

იყოს საქმისადმი თავდადებული, უანგარო და კომპეტენტური

ნომინირების პირობები:

კანდიდატის წარდგენა შეუძლია როგორც ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირს

თვითნომინირება დაუშვებელია

ნომინირებული ვერ იქნება ორგანიზაცია

კონკურსის პრიზი

გამარჯვებული კანდიდატი დაჯილდოვდება სპეციალური სიგელით და ფულადი პრემიით 2000 ლარის ოდენობით.

ჩამოტვირთე: კანდიდატის დასახელების ფორმა

შევსებული კანდიდატის ფორმა გამოგზავნეთ nikonikoladzeaward@gmail.com

ბაზისბანკი 1993 წელს დაარსდა და 1.6 მილიარდ ლარზე მეტი აქტივებით მეოთხე უმსხვილესი კომერციული ბანკია საქართველოში. მუდმივი და სტაბილური ზრდითა და განვითარებით, ბაზისბანკმა აიმაღლა ცნობადობა და  რეგიონში საიმედო პარტნიორის სტატუსით სარგებლობს. ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება თანამედროვე განათლების ხელშეწყობაა. 2006 წლიდან ბანკში არსებობს „განათლების მხარდამჭერი ფონდი“, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მრავალი პროექტი.

სადაზღვევო კომპანია არდი წარმატებული ქართული ბრენდია სადაზღვევო ბაზარზე, რომლის ისტორია 2010 წლიდან იწყება. დაარსების დღიდან არდი ორიენტირებულია ინოვაციებზე, ახალ მიდგომებსა და მომსახურების ხარისხის სრულყოფაზე. ამ მიზნების გათვალისწინებით არდი არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურად მზარდი კომპანია, მრავალფეროვანი სადაზღვევო პორტფელით. იგი ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე მცირე, საშუალო და მსხვილ კორპორაციებს, მათ შორის საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ მისიებს.

სადაზღვევო საქმიანობის პარალელურად, არდი აქტიურად არის ჩართული როგორც სოციალურ, ეკოლოგიურ და საქველმოქმედო, ასევე საგანმანათლებლო, კულტურისა და სპორტის მხარდამჭერ პროექტებში, რაც კომპანიის განსაკუთრებით მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

• საუნივერსიტეტო პრემია
• ახალგაზრდული პრემია

თსუ-მისია 2019

ანი მეგრელიშვილი
მაკუნა გაბელია

ანი მეგრელიშვილი
მაკუნა გაბელია

მარიამ მოდებაძე
თამრიკო ნაჭყებია
გიორგი გაბიტაშვილი

მარიამ მოდებაძე
თამრიკო ნაჭყებია
გიორგი გაბიტაშვილი

ქეთევან მდევაძე
ქრისტინე ბუთხუზი
ანი კაცაძე

ქეთევან მდევაძე
ქრისტინე ბუთხუზი
ანი კაცაძე

თსუ-მისია 2019

ანი მეგრელიშვილი

ანი მეგრელიშვილი

ნიკო ნიკოლაძე მე-19-20 საუკუნეების უდიდესი ინტელექტუალი და ნოვატორია თავისი პროგრესული აზროვნებით და მოღვაწეობით. 50 წლის განმავლობაში საქართველოში არცერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთებულა მისი აქტიური მონაწილეობის გარეშე. ის, რომ დღეს თბილისში წყალმომარაგება, კანალიზაცია, მუნიციპალური ტრანსპორტი, მთაწმინდის პანთეონი გვაქვს. სწორედ მისი მოღვაწეობის შედეგია…

ნიკო ნიკოლაძის პრემია აქტიურად თანამშრომლობს სპონსორებთან და ამ კავშირს სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის

• რატომ უნდა დააფინანსო პრემია?

– გაიზრდება შენი ცნობადობა, გაძლიერდება შენი რეპუტაცია და იმიჯი

-წარმოჩნდები, როგორც პასუხმისმგებლიანი კომპანია

-მიიღებ ახალ იდეებსა და ახალ ხედვებს შენი ბიზნესის განსავითარებლად

-დაამყარებ ახლო კავშირს ახალ თაობასთან, შენს პოტენციურ თუ არსებულ აუდიტორიასთან

-შენი ბიზნესის სახელი დაკავშირებული იქნება ნიკო ნიკოლაძესთან

– დიდ ქართველ პროგრესულ მოაზროვნესა და ინოვატორთან.

თუ დაინტერესდი, მოგვწერე nikonikoladzeaward@gmail.com