fbpx
Niko Nikoladze Logo
ნიკო ნიკოლაძის პრემია
საქართველოს უნივერსიტეტისა და ჯეპრას ორგანიზებით „პიართონი“ გაიმართა

საქართველოს უნივერსიტეტისა და ჯეპრას ორგანიზებით „პიართონი“ გაიმართა

საქართველოს უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ორგანიზებით 19-20 მარტს კონკურსი „პიართონი“ გაიმართა.

საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების სტუდენტები 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ საკომუნიკაციო კამპანიაზე, რომელიც უშუალოდ კონკურსის დაწყების წინ გახდა მათთვის ცნობილი.

საქართველოს უნივერსიტეტმა და საკომუნიკაციო კომპანია „ჯეპრამ“ აჩვენეს, რამდენად ნაყოფიერი და წარმატებული შეიძლება იყოს აკადემიის და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა, პიართონი ამ თანამშრომლობის შედეგის კარგი მაგალითია. ჩვენ ერთობლივად შევქმენით პირველი პრეცედენტი სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ცოცხალი პროექტის განხორციელების, სადაც გაერთიანდნენ სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტები და სტუდენტები, რომლებმაც 24 საათის განმავლობაში დაუვიწყარი პროექტები შექმნეს. ყველა შექმნილი პროექტი რეალურად განხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს სტუდენტებს და მომავალში პროექტის გაგრძელებას შეუწყობს ხელს.– განაცხადა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორმა ნათია კალაძემ.

მუშაობის პროცესში მონაწილე გუნდებს მენტორობას სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი ნათია ღლონტი უწევდა.

კონკურსის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: „არდის“ უფროსი მარკეტინგის მენეჯერი ეკატერინე ხიდაშელი, wishlist-ის დამფუძნებელი სალომე ქუთათელაძე, „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი სოსო გალუმაშვილი და ტელეწამყვანი და სოც.მედია მენეჯერი ზურა ბალანჩივაძე გამარჯვებული გუნდები გამოავლინა.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა ნიკო ნიკოლაძის პრემია 1200 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასულ გუნდს – 800 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს 500 ლარის ოდენობით.


Notice: Undefined index: galleries in /var/www/nikonikoladze.org.ge/public_html/wp-content/uploads/cache/d088226524632598d7cd0eeb441032fbe38c2a20.php on line 44

Notice: Undefined index: content in /var/www/nikonikoladze.org.ge/public_html/wp-content/uploads/cache/d088226524632598d7cd0eeb441032fbe38c2a20.php on line 40

„კონკურენტუნარიან გარემოში პროექტი ძალიან ბევრი გამოწვევით იყო სავსე,  რაშიც ჩვენი მაქსიმუმი ჩავდეთ და ამან გამარჯვებამდეც მიგვიყვანა. პიართონის შემდეგ თავს ერთი ნაბიჯით წინ ვგრძნობ. ერთი დიდი ნაბიჯით წინ პროფესიული წარმატებისკენ.“- განაცხადა I ადგილზე გასული გუნდის წევრმა თედო შარაბიძემ. 

II ადგილზე გასული გუნდის წევრმა ენდი თოდუამ ასე შეაფასა საკუთარი ნამუშევარი: „ჩვენი პროექტი გამორჩეული იყო კრეატიული მიდგომით და ხედვით კამპანიის მიმართ. მაქსიმალურად შევეცადეთ სამიზნე აუდიტორიისთვის შესაბამისი საკომუნიკაციო გზა გამოგვენახა და ვყოფილიყავით რაც შეიძლება უშუალოები მათთან.. მიხარია, რომ ამ არაჩვეულებრივი კონკურსის პირველი მონაწილე ვიყავი.“

ხოლო III ადგილზე გასული გუნდის წევრმა ლალიტა კვიჟინაძემ განაცხადა:სტრატეგიული კომუნიკაციები, სწავლასთან ერთად, მყისიერ ქმედებას მოითხოვს, სხვაგვარად, შეუძლებელია ამ პროფესიაში გზის გაკვალვა. პიართონი კი სტუდენტებს აძლევს შანსს  მიმართონ აუდიტორიას  მესიჯებით, რომლებიც თავად შეიმუშავეს და  მიაწოდონ სამიზნე სეგმენტს საკუთარი ხელით შექმნილი კონტენტი. ამის საშუალება კი ჩვენს ქვეყანაში ბევრ სტუდენტს არ აქვს.“

კონკურსის პარტნიორმა კომპანია „არდიმ“ I ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს ჯანმრთელობის ერთწლიანი სადაზღვევო პაკეტი გადასცა.

„სადაზღვევო კომპანია არდი, როგორც საგანმანათლებლო პროექტების აქტიური მხარდამჭერი, მოხარულია, რომ ჩაერთო ღონისძიებაში ,,პიართონი”, რომლის მიზანია სტუდენტების ცოდნის გაღრმავება, რათა თავისუფლად შეეძლოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის ძირითადი პრინციპების და მარკეტინგული კომუნიკაციების პრაქტიკული გამოყენება. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს: საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლას, ნიკო ნიკოლაძის პრემიას, ჯეპრას. მსგავსი პროექტები აძლევს სტიმულს და მოტივაციას სტუდენტებს, რომ უფრო მეტი შემართებით წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც სიამოვნებით ჩავერთოთ მსგავს სასიკეთო პროექტებში.“

ნიკო ნიკოლაძის საგანმანათლებლო პრემია 2019 წელს დაარსდა საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ ორგანიზებით.  იგი გადაეცემა სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულ სტუდენტურ გუნდებს.


Notice: Undefined index: galleries in /var/www/nikonikoladze.org.ge/public_html/wp-content/uploads/cache/d088226524632598d7cd0eeb441032fbe38c2a20.php on line 44