
“ჯეპრას” მხარდაჭერით ნიკო ნიკოლაძის შესახებ ორი წიგნი გამოიცა
კომპანია “ჯეპრამ” ნიკო ნიკოლაძის პრემიის ფარგლებში ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებასთან თანამშრომლობით ორი წიგნი გამოსცა:
“უცნობი ნაცნობი“ – რედაქტორები: ლია ბიბილეიშვილი, რამაზ ნამიჭეიშვილი.
ნიკო ნიკოლაძის წერილები „სომხურ-ქართული ურთიერთობანი 1893-1898 წლებში“ – რედაქტორი: ლაურა კუტუბიძე;
წიგნების პრეზენტაცია 27 სექტემბერს ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 177-ე წლისთავთან დაკავშირებით სოფელ დიდ ჯიხაიშში ჩატარებულ ღონისძიებაზე გაიმართა.
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ნიკოლაძის მკვლევარებთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო ასევე საქართველოს პრეზიდენტი, ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.