fbpx
Niko Nikoladze Logo
ნიკო ნიკოლაძის პრემია
ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად გამართული ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია

ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად გამართული ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ ერთობლივმა ჰაკათონმა ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად სტარტი 19 თებერვალს აიღო.

48 საათის განმავლობაში სტუდენტებისა და მოსწავლეების გუნდები მთელი საქართველოდან XIX-XX საუკუნის უდიდესი ნოვატორისა და ინტელექტუალის ნიკო ნიკოლაძის  ენობრივი ასლის – ჩეთბოტის შექმნის იდეის გარშემო გაერთიანდნენ.  მათ მუშაობის პროცესში მენტორობას უწევდნენ ილიაუნის კიბერლაბორატორია „უნილაბისა“ და ჰაკათონის პარტნიორი ორგანიზაციის “ანიმა ჩეთბოტიქსის” თანამშრომლები.

22 თებერვალს კონკურსის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცერექტორი ნინო დობორჯგინიძე, ილიაუნის კიბერლაბორატორია „უნილაბის“ დირექტორი სანდრო ასათიანი, „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი და „ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე გიორგი ფარეშიშვილი, მონაწილეების მიერ შექმნილი ჩეთბოტები შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა.

 


Notice: Undefined index: galleries in /var/www/nikonikoladze.org.ge/public_html/wp-content/uploads/cache/d088226524632598d7cd0eeb441032fbe38c2a20.php on line 44

Notice: Undefined index: content in /var/www/nikonikoladze.org.ge/public_html/wp-content/uploads/cache/d088226524632598d7cd0eeb441032fbe38c2a20.php on line 40

პირველ ადგილზე გავიდა ქალაქ ქუთაისის სკოლა „პროგრესის“ XI კლასის მოსწავლეების გუნდი „UნიკოRNI“. გუნდის წევრებმა იოანე იობიძემ და ლაშა გულუაშვილმა ნიკო ნიკოლაძის სახელობის 2500 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრაში“ სტაჟირებისთვის.

„ ჰაკათონი იყო ძალიან შრომატევადი და, რაც მთავარია, გამოწვევებით დატვირთული. ჰაკათონის ყოველი წუთი და წამი მიმართული იყო ნიკოს პიროვნების შესწავლასა და ჩეთბოტში გაწერაზე. ერთი სიტყვით, სასიამოვნო და პროდუქტიული დღეები გვქონდა. გარდა ნიკო ნიკოლაძის პიროვნების უკეთ შესწავლისა,  ჰაკათონმა მასწავლა სტერსულ სიტუაციაში მუშაობა და პრობლემებზე ეფექტურად რეაგირება. ნიკოს უამრავი ჩეთბოტი ვიხილეთ და ყველა საკმაოდ სერიოზულ დონეზე იყო შესრულებული. ჩვენი გუნდი ალბათ მუშაობისა და ჩეთბოტის შემუშავების მხრივ არის გამორჩეული. ”პითონზე” დაფუძნებული პროგრამა კი ამის ნათელი მაგალითია,” – აღნიშნა პირველ ადგილზე გასული გუნდის, UნიკოRNI-ს წევრმა, ლაშა გულუაშვილმა.

მეორე ადგილზე გავიდა ქალაქ ფოთის მე-3 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეების გუნდი „Nik.co“. გუნდის წევრებმა თეკლა დუნდუამ, დავით ჩიქობავამ და გიორგი ალანიამ ნიკო ნიკოლაძის სახელობის 1500 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია ჯეპრაში სტაჟირებისთვის.

„სიტყვა „ჰაკათონი“ ჩემთვის უკვე დიდ თბილ სახლთან ასოცირდება საოცრად მოტივირებული და მიზანდასახული გუნდის წყალობით, ჰაკათონი ძალიან ორგანიზებულად და წარმატებულად  მიმდინარეობდა. მიუხედავად მღელვარებისა, მენტორის და საორგანიზაციო გუნდის დახმარებით არ მიგრძვნია დაძაბულობა , პირიქით, 3დღიანი სამუშაო პროცესი ძალიან ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო. მადლობა ასეთი თბილი გარემოს შექმნისთვის. რა თქმა უნდა , მიღებული გამოცდილება დამეხმარება ჩემი მომავალი მიზნების მიღწევაში. მაქსიმალურად ვეცადეთ, ჩვენი ჩეთბოტი კრეატიული და ორიგინალური ყოფილიყო. იმისთვის, რომ მომხმარებელსა და ჩეთბოტს შორის დიალოგი მონოლოგში არ გადაზრდილიყო უხვი ინფორმაციის გამო თემის შესახებ, გამოვიყენეთ კითხვარები, ქვიზები, ფოტო და სხვა თვალსაჩინო მასალები.“ – აცხადებს Nik.co-ს წევრი, თეკლა დუნდუა.

მესამე ადგილზე გავიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდი „ტვი’ნიკო“. გუნდის წევრებმა  ნინო ჯინჯიხაძემ, ბარბარე ჭილაშვილმა და ანა ფიცხელაურმა ნიკო ნიკოლაძის  სახელობის 1000 ლარის ოდენობის საპრემიო თანხა მოიპოვეს საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრაში“ სტაჟირებისთვის. საკონკურსო ადგილის მოპოვებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გუნდის წევრები დამატებით 1000-ლარიანი დაფინანსებით დააჯილდოვა.

ჰაკათონი იყოს უაღრესად საინტერესო. ასეთი პროდუქტიული ორი დღე ჯერ არ მქონია. ჰაკათნის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ შევძელი ნარატივ დიზაინისთვის საჭირო უნარების დახვეწა, ვისწავლე თუ რას ნიშნავს რეალური გუნდური მუშაობა და ამასთან გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი. ვფიქრობ ჩვენი ბოტის განსაკუთრებულობა მის პერსონალობაშია, ის არის უშუალო, მხიარული და საინტერესო მოსაუბრე”, აცხადებს ტვი’ნიკო-ს წევრი, ანა ფიცხელაური.

ილიაუნის რჩეული სასკოლო გუნდის სტატუსი მოიპოვა ქალაქ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების გუნდმა “ფენიქს ნიკო”.  გუნდის თითოეულმა წევრი – მარიამ ხარაბაძე, თამუნა ფცქიალაძე, ანა წითელიშვილი და ქეთი მაღლაკელიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა 500-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით, რომლითაც უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში ისარგებლებენ.

„ ჩემი აზრით, ჰაკათონი იყო ერთ-ერთი საუკეთესო და განსაკუთრებული პროექტი, რომელიც ილიას ჩაუტარებია. ეს იყო საუკეთესო საშუალება ახალი ტექნოლოგიების შესწავლასა და ჩვენი უნარების განვითარებაში ნარატივ დიზაინის კუთხით. ჰაკათონში მონაწილეობის დროს გავიცანი სხვადასხვა ადამიანები, რამაც გამოიწვია ჩემი უნარების დახვეწა კომუნიკაციების თვალსაზრისით, გარდა ამისა მთლიანად შევისწავლეთ ნიკო ნიკოლაძე, მისი მოღვაწეობა, ხასიათი, დამოკიდებულებები და სხვა უამრავი ერთი სიტყვით მის ტვინშიც ვიმოგზაურეთ და მივხვდით რამდენად ბუმბერაზი ადამიანი იყო – აცხადებს ქეთი მაღლაკელიძე ,“ფენიქს ნიკო”-ს წევრი.

ჰაკათონში გამარჯვებული სტუდენტური გუნდი ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლის – ჩეთბოტის სრულყოფაზე იმუშავებს, რომელიც ვებგვერდზე nikonikoladze.ge ინტეგრირდება.

 


Notice: Undefined index: galleries in /var/www/nikonikoladze.org.ge/public_html/wp-content/uploads/cache/d088226524632598d7cd0eeb441032fbe38c2a20.php on line 44