fbpx
Niko Nikoladze Logo
ნიკო ნიკოლაძის პრემია

კონკურსები

მისია 2019

მისია 2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კონკურსი „მისია“ 2019 წელს მეშვიდედ ჩატარდა.
მასში მონაწილეობის მიღება სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებმა შეძლეს. კონკურსში 3-5 სტუდენტისგან შემდგარი გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

 

კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდა:

I ტურში მონაწილეებმა უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ დავალებაზე იმუშავეს, მათ ევალებოდათ „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასკოლო ოლიმპიადის ბრენდის“ შექმნა.

II ტურში გადასულ 5 ფინალისტ გუნდს კი პარტნიორმა კომპანია „ბაზისბანკმა“ დავალებად ბანკის განათლების მხარდამჭერი კამპანიის შექმნა წარუდგინა.

კონკურსის განმავლობაში ფინალისტი გუნდები სპეციალურად მათთვის მომზადებულ ტრენინგებს დაესწრნენ.

 

ტრენინგებს უძღვებოდნენ:

სალომე ზურაბიშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი

სოსო გალუმაშვილი – საკონსულტაციო სააგენტო „ჯეპრას“ მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი

საბა ჯაჯანიძე – საკონსულტაციო სააგენტო „ჯეპრას“ პროექტების მენეჯერი, ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი

მარიამ სეხნიაშვილი – თსუ-ს პროექტების მენეჯერი

ფინალისტი გუნდებიდან სამი საუკეთესო კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩა.

 

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:

„ბაზისბანკი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თამარ ხადური

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს პროგრამული დირექტორი სალომე ზურაბიშვილი

საკონსულტაციო სააგენტო „ჯეპრა“-ს მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი

საკომუნიკაციო ჯგუფ „ანაგრამა“-ს დამფუძნებელი თაკო როდონაია

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მარკეტინგის მენეჯერი მწერალი დათო გორგილაძე

 

გამარჯვებულები:

I ადგილი – გუნდი 100% – 2500 ლარი

II ადგილი – გუნდი „კანუდოსი“ – 1500 ლარი

III ადგილი – გუნდი „Creative Thinkers” – 1000 ლარი