fbpx
Niko Nikoladze Logo
ნიკო ნიკოლაძის პრემია

კონკურსები

პიართონი

პიართონი

19-20 მარტს საქართველოს უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო სააგენტო “ჯეპრა“-ს ორგანიზებით პირველად საქართველოში ტარდება პიართონი.

პიართონის მიზანია მიზანია მონაწილეებმა შექმნან საკომუნიკაციო კამპანია სოციალური მედიისთვის საჭირო ტექნიკების გამოყენებით. დავალების შესასრულებლად მონაწილე გუნდებს ექნებათ 24 საათი.

პიართონის მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და საკუთარ თავს გამოცდიან სტრატეგიული კომუნიკაციების ყველაზე პოპულარული მიმართულებით.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტის შემდეგი პროგრამის სტუდენტებს:

-სტრატეგიული კომუნიკაციები;

-ჟურნალისტიკა;

-ბიზნესის ადმინისტრირება;

პიართონზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დარეგისტრირებულებისთვის გაიმართება ონლაინ ლექციების ციკლი, რისი მეშვეობითაც მონაწილეები კამპანიის შექმნისთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.

ლექციებს ჩაატარებენ:

დათო საბეკია – სოციალური მედია ტრენდები

ანა ქაბზინიძე – ბრენდინგი

სალომე მეცხვარიშვილი – ქონთენთ მარკეტინგი

კოტე იანტბელიძე – კრეატიული აზროვნება

ალექსანდრე გაბუნია – ვიზუალური კომუნიკაცია

ნათია კალაძე – გუნდური მუშაობა

შერჩეული კანდიდატები პიართონის პირველ დღეს, 19 მარტს, სურვილის შემთხვევაში, ფორმირდებიან გუნდებად. გუნდში წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4-ს. პიართონის მონაწილეები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ დავალებაზე. ამ პროცესში მათ მენტორობას საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი ნათია ღლონტი გაუწევს.

პიართონის განრიგი  

19 მარტი

10:30–11:00 ღონისძიების გახსნა – მისალმება, დავალების ბრიფის გაცნობა

11:00 – 12:00 მონაწილეთა დაყოფა გუნდებად

14:00 – დან იდეებზე მუშაობის პროცესი, პირველადი მონახაზის შექმნა, ვიდეო/ფოტო და ტექსტურ პროდუქტზე მუშაობის პროცესი, კითხვა-პასუხი მენტორებთან

20 მარტი

10:30-11:00 უკუკავშირი მენტორებთან

11:00-14:00 საბოლოო ჩასწორებების გაკეთება

14:00-16:00 გუნდების მიერ პრეზენტაციებისა და შექმნილი ნამუშევრების წარდგენა ჟიურის წინაშე

16 :00-17:00 ჟიურის შეფასებები, გამარჯვებული გუნდის გამოვლენა და დაჯილდოვება

 

მთავარი პრიზი-ნიკო ნიკოლაძის პრემია

I ადგილი – 1 200 ლარი
II ადგილი – 800 ლარი
III ადგილი– 500 ლარი

კომპანია „არდის“ პრიზი

სადაზღვევო კომპანია „არდი“ I ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს ჯანმრთელობის ერთწლიან სადაზღვევო პაკეტ „ვიტამინებს“ გადასცემს.

პროექტის პარტნიორები:

საქართველოს უნივერსიტეტი

საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“

სადაზღვევო კომპანია „არდი