fbpx
Niko Nikoladze Logo
ნიკო ნიკოლაძის პრემია
ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძე მე-19-20 საუკუნეების უდიდესი ინტელექტუალი და ნოვატორია თავისი პროგრესული აზროვნებით და მოღვაწეობით. 50 წლის განმავლობაში საქართველოში არცერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთებულა მისი აქტიური მონაწილეობის გარეშე. ის, რომ დღეს თბილისში წყალმომარაგება, კანალიზაცია, მუნიციპალური ტრანსპორტი, მთაწმინდის პანთეონი გვაქვს. სწორედ მისი მოღვაწეობის შედეგია. გალაქტიონის ხიდი და ჯავახიშვილის დაღმართი, რომლითაც თბილისის ორი ნაწილი ერთმანეთს დაუკავშირდა, ასევე მისი იდეითაა განხორციელებული. მის სახელს უკავშირდება ტყიბულის ქვანახშირის საბადოს განვითარება და ჭიათურის მანგანუმის ექსპორტზე გატანა, ჭაობიანი ფოთის თანამედროვე ქალაქად ქცევა. პირველი რკინიგზა ამიერკავკასიაში, საქართველოში, სწორედ ნიკო ნიკოლაძის დამსახურებით გაკეთდა. მის სახლთანაა დაკავშირებული თვითთმართველობის შემოღება, პირველი სააქციო საზოგადოების დაარსება. ფოთის, თბილისის და პარიზის ქუჩების განათებაშიც მიუძღვის მას წვლილი.

ევროპული აზროვნების და ცივილიზაციის დიდ თაყვანისმცემელს სახლიც კი ევროპული ავეჯით ჰქონდა მოწყობილი, პირველი სარეცხი მანქანა, მაცივარი, ორბორბლიანი ველოსიპედი, ინკუბატორი პირველი ქარის ძრავა, მზის საათი, ფოტოაპარატი „კოდაკი“ მან ჩამოიტანა ევროპიდან. საქართველოში პირველი სელფიც მისი გადაღებულია. ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ნიკო ნიკოლაძისთვის განათლება იყო. იგი პირველი ქართველი იყო, რომელმაც დისერტაცია უცხო ენაზე დაიცვა. ასევე, მან პირველმა აზიარა ქართველი ქალები ევროპულ განათლებას - ქუთაისის ქალთა გიმნაზიის მოსწავლეები შვეიცარიაში გააპარა სასწავლებლად.

ნიკო ნიკოლაძის აზროვნება და მოღვაწეობა გახდა ინსპირაცია საკონსულტაციო სააგენტო „ჯეპრასთვის“, რომელმაც 2019 წელს ნიკო ნიკოლაძის პრემია დააარსა.

აზრების ბრძოლა და შეტაკება სასარგებლოა ჩვენი საზოგადოებისთვის