fbpx
Niko Nikoladze Logo
ნიკო ნიკოლაძის პრემია

კონკურსები

ჰაკათონი

ჰაკათონი

19-21 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ჯეპრა“-ს ორგანიზებით გაიმართება მასშტაბური ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად.

ჰაკათონში გამარჯვებული სტუდენტური გუნდი ნიკო ნიკოლაძის ციფრული ენობრივი ასლის – ჩეთბოტის შექმნაზე იმუშავებს, რომელიც ვებგვერდზე nikonikoladze.ge ინტეგრირდება.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეებსა და აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

იანვრისა და თებერვლის თვეში ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბისა და ანიმაჩეთბოტიქსის მენტორები ლექცაებსა და ვორქშოფებს ჩაატარებენ ჩეთბოტების შექმნის და განვითარების მიმართულებით:

სანდრო ასათიანი – „ჩეთბოტების შექმნის ისტორია“

მარიამ გოჩიაშვილი – „როგორ იქმნება ჩეთბოტი?“

დათო სამნიაშვილი – ლიტერატურა და ჩეთბოტები

ზურა ჯიშკარიანი – „ანიმა ჩეთბოტიქსის მიერ შექმნილი ჩეთბოტები“

ოთარ ჯანელიძე  – ეკონომიკური აზროვნების ფენომენი და ნიკო ნიკოლაძის პრაქტიკული საქმიანობა

გიორგი ფარეშიშვილი – ნიკო ნიკოლაძე – ფოთის აღმშენებელი

4 დღიანი ჰაკათონი დისტანციურ ფორმატში ჩატარდება პლატფორმა ზუმის გამოყენებით.

ჰაკათონის მთავარი პრიზი გულისხმობს ნიკო ნიკოლაძის პრემიის გადაცემას ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის I ადგილზე გასული გუნდისთვის – 2500 ლარის,  II ადგილზე – 1500 ლარის, ხოლო III ადგილზე გასული გუნდისთვის – 1000 ლარის ოდენობით.

სპეციალური პრიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან კი გადაეცემა 2 რჩეულ გუნდს, სკოლის მოსწავლეებისგან  დაკომპლექტებულ გუნდებს და ილიაუნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის. სტუდენტური გუნდის თითოეული წევრი მიიღებს 500 ლარიანი ვაუჩერს ილიაუნის ნებისმიერ აკადემიურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის, ხოლო სტუდენტური გუნდი კი – 1000 ლარიან დაფინანსებას.

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი I ადგილზე გასულ გუნდს გაუწევს რამდენიმეთვიან მენტორობას სრულყოფილი ჩეთბოტის შესაქმნელად.

პროექტის პარტნიორები არიან: საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, AnimaChatbotics, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია “უნილაბი”, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება.